
მეტი ვიდრე განათლება – რატომ უნდა მიანდოთ თქვენი შვილის მომავალი “მეცნიერებათა სკოლას”?
თანამედროვე სამყაროში, სადაც ტექნოლოგიები და მოთხოვნები უსწრაფესად იცვლება, მშობლის წინაშე ყველაზე რთული საკითხი დგება გადასაწყვეტი – სად იპოვის მისი შვილი გარემოს, რომელიც ბავშვს არა მხოლოდ ცოდნას მისცემს, არამედ პიროვნებად ჩამოაყალიბებს?
“მეცნიერებათა სკოლა” სწორედ ის ადგილია, რომელიც სტანდარტულ საგანმანათლებლო ჩარჩოებს სცდება და ქმნის ეკოსისტემას ბავშვის ჰარმონიული განვითარებისთვის.
ყველასთვის ცნობილია, რომ გარდამავალი პერიოდი ბაღიდან სკოლაში ბავშვისთვის ერთ-ერთი ყველაზე სტრესული ეტაპია. სწორედ ამიტომ, “მეცნიერებათა სკოლაში” ფუნქციონირებს მზაობის ჯგუფი, რომელიც სკოლამდელი ასაკის პატარებს ეხმარება აკადემიურ და სოციალურ ადაპტაციაში. აქ ბავშვები სწავლობენ თამაშით, ინტერესით და რაც მთავარია ყოველგვარი დაძალების გარეშე.
ყველა მშობლისთვის მთავარი ბავშვის მშვიდ გარემოში ყოფნაა. “მეცნიერებათა სკოლაში” სწორედ უსაფრთხო და მზრუნველი სივრცეა შექმნილი, სადაც თითოეული მოსწავლე ყურადღების ცენტრშია. ჩვენთან სკოლა ის გარემოა, სადაც ბავშვის ინტერესები ყოველთვის პირველ ადგილზე დგას.
სკოლის ერთ-ერთი გამორჩეული მიმართულება პროფესიონალი ფსიქოლოგის მუდმივი ჩართულობაა. ჩვენ ვზრუნავთ არა მხოლოდ შეფასების ქულებზე, არამედ ბავშვის ემოციურ მდგრადობასა და თვითრწმენაზე, რაც მას თავდაჯერებულობას მატებს.
მოსწავლეს განვითარებისკენ მხოლოდ ის მასწავლებელი უბიძგებს, რომელიც თავადაც მუდმივად პროგრესირებს. სწორდ ამ მიზნით, “მეცნიერებათა სკოლის“ გუნდი რეგულარულად გადის ტრენინგებსა და მასტერკლასებს, საჭირო თემებსა და აქტუალურ მიმართულებებზე.
სულ ახლახანს ჩვენმა პედაგოგებმა გაიარეს ხელოვნური ინტელექტის (AI) მასტერკლასი და შესაბამისად ტექნოლოგიებს ვამკვიდრებთ ყოველდღიურ სასწავლო პროცესში, რათა ბავშვებმა ისწავლონ თანამედროვე ხელსაწყოების გონივრული გამოყენება.
სკოლა არ სრულდება მხოლოდ გაკვეთილებით. ჩვენთან მუდმივად იმართება:
ინტელექტუალური ტურნირები, შემოქმედებითი ვორქშოპები, საგანმანათლებლო ტრენინგები მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის. – ეს ყველაფერი ემსახურება ერთ საერთო მიზანს: ბავშვმა აღმოაჩინოს თავისი ნიჭი და ისწავლოს სწრაფი, ლოგიკური აზროვნება.
აქ ბავშვები ემზადებიან არა მხოლოდ გამოცდებისთვის, არამედ ცხოვრებისთვის და პასუხისმგებლიანი მოქალაქეობისთვის. სწორედ ამიტომაა რომ უმოკლეს დროში “მეცნიერებათა სკოლამ” საკუთარი ნიშა მოიპოვა არა მხოლოდ ქალაქისა და რეგიონის, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით – სხვადასხვა ღონისძიებაში არაერთი წარმატების მოპოვებით.


