
“ქრისტიანობის როლი საქართველოს ისტორიაში” – “მეცნიერებათა სკოლა” კონკურსის გამარჯვებულია
„ქრისტიანობის როლი საქართველოს ისტორიაში“ – ამ თემაზე გორის სკოლებს შორის გამართულ კონკურსში ერთ-ერთი გამარჯვებული “მეცნიერებათა სკოლაა”. მოსწავლეებმა საკონკურსო ვიდეოში წმინდა ნინოს შემოსვლა განასახიერეს და ის მომენტები წარმოაჩინეს, რაც უძველეს დროში საქართველოს გაქრისტიანების პერიოდს მოიცავს.
კონკურსის პირობების შესაბამისად, თემის ირგვლივ მათ, საკუთარი ხედვა უნდა წარმოეჩინათ საკუთარი ნაშრომებით. კომპეტენტური ჟიურის მიერ, შეირჩა საუკეთესო ნამუშევრები. გამარჯვებული ნამუშევრების ავტორები კი სიგელებითა და სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.


