
“ჩემი პირველი რობოტი” – ტექნოლოგიურ პროგრესს “მეცნიერებათა სკოლა” სასწავლო პროცესშიც ნერგავს
მეცნიერებათა სკოლაში“ პროექტის “ჩემი პირველი რობოტი” ფარგლებში მოსწავლეებმა ავტომატურად მართული მექანიზმების შექმნას შეეცადნენ. სასწავლო პროგრამის წარმომადგენლის, ქეთი ტურაშვილის შეფასებით, მსგავსი აქტივობა მოზარდებს საშუალებას აძლევს, თეორიული ცოდნა პრაქტიკულ შემოქმედებად აქციონ. Tinkercad-ის პლატფორმის გამოყენებითა და Arduino-ს ტექნოლოგიების დახმარებით, ბავშვებმა დამოუკიდებლად ააგეს ელექტრული წრედები და გააცოცხლეს მინიატურული მექანიზმები, რომლებიც წინასწარ განსაზღვრულ ფუნქციებს ადამიანის ჩარევის გარეშე ასრულებენ.
“მსგავსი პრაქტიკული გამოცდილება მოსწავლეებში კრიტიკულ აზროვნებასა და პრობლემების გადაჭრის უნარს მნიშვნელოვნად ავითარებს. კომპიუტერში რობოტების შექმნის პროცესი ბავშვებს ეხმარება დაინახონ, რომ ტექნოლოგია არა მხოლოდ მოხმარების საგანი, არამედ შემოქმედების უსაზღვრო ინსტრუმენტია, რაც მათ მომავალი პროფესიული არჩევანისთვის მყარ საფუძველს უქმნის” – აცადებენ “მეცნიერებათა სკოლაში”.
დირექტორის, ეკატერინე სუხისშვილის განმარტებით, “მეცნიერებათა სკოლა“ მუდმივად ორიენტირებულია ტექნოლოგიურ პროგრესზე და სისტემატურად ნერგავს ინოვაციურ მიდგომებს. სკოლის სტრატეგიის ნაწილია თანამედროვე ციფრული სიახლეების ინტეგრირება როგორც ადმინისტრაციულ მართვაში, ისე პედაგოგებისა და მოსწავლეების ყოველდღიურ სასწავლო პროცესში, რაც სკოლის თითოეული წევრისთვის თანამედროვე ცოდნაზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.


