
როგორ ვმართავთ ეკრანდამოკიდებული თაობის ქცევას – “მეცნიერებათა სკოლის” ეფექტური მოდელი ციფრულ ეპოქაში
კვლევები ადასტურებენ, რომ ჭარბი ეკრანული დრო მოზარდის განვითარებად ტვინში სერიოზულ სტრუქტურულ ცვლილებებს იწვევს. მუდმივი ვიზუალური სტიმულაცია აზიანებს პრეფრონტალურ ქერქს. უბანს, რომელიც პასუხისმგებელია ყურადღების კონცენტრაციაზე, იმპულსების კონტროლსა და ემოციურ ინტელექტზე. როდესაც ტვინი ეჩვევა ინფორმაციის მყისიერ ცვლას “სწრაფ დოფამინს”, ბავშვს უქვეითდება მოთმინების უნარი, უჭირს კითხვა ან მეცადინეობა და ხდება აგრესიული. როგორც სპეციალისტები ამბობენ, თუ მშობელი დროულად არ იმოქმედებს შესაბამისი ნაბიჯებით, შედეგად შესაძლოა მივიღოთ არა მხოლოდ სწავლის აკადემიური ხარისხის დაქვეითება, არამედ ღრმა ფსიქოლოგიური იზოლაცია და კოგნიტური ფუნქციების შენელება.
სწორედ ამ საფრთხეების გათვალისწინებით, “მეცნიერებათა სკოლა” დაფუძნების დღიდან განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ციფრული ჰიგიენის დაცვას. სკოლის ყოველდღიური აქტივობები ისეა დაგეგმილი, რომ ბავშვს ტელეფონი მთელი დღის განმავლობაში არც კი გაახსენდეს. კვირაში 5 დღე, დილიდან საღამომდე, მოსწავლეები სრულად არიან ჩართულები შემეცნებით, შემოქმედებით და ფიზიკურ აქტივობებში. ტელეფონზე მიჯაჭვულობისგან ეს 8-საათიანი წყვეტა გადამწყვეტ როლს ასრულებს ტვინის ჯანსაღ განვითარებაში. ის ეხმარება ნეირონულ კავშირებს აღდგენაში, აუმჯობესებს სოციალურ ინტერაქციას და ხელს უწყობს ცოცხალი, შემოქმედებითი აზროვნების შენარჩუნებას. “მეცნიერებათა სკოლა”, როგორც გამორჩეული საგანმანათლებლო დაწესებულება, ამ გზით ქმნის უსაფრთხო გარემოს, სადაც ტექნოლოგია მხოლოდ განვითარების ინსტრუმენტია და არა დამოკიდებულების წყარო.
ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე, მოზარდების ფსიქო-ემოციურ მდგომარეობასა და გამოსავლის გზებზე, “მეცნიერებათა სკოლის” დირექტორმა, ეკატერინე სუხიშვილმა და ფსიქოლოგმა ანა ხუტიაშვილმა გადაცემაში “ნეომედი” ვრცლად ისაუბრეს და მშობლებს პრაქტიკული რეკომენდაციებიც გაუზიარეს, თუ როგორ მართონ შვილების ციფრული აქტივობა ისე, რომ დაცული იყოს მათი ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობა.


