
“ეროვნული რეიტინგის ლიდერის” ტიტული ინტელექტუალურ ჩემპიონატში – “მოაზროვნეები” დიპლომებით დაჯილდოვდნენ
“მეცნიერებათა სკოლის” მოსწავლეებსა და მათ პედაგოგს ინტელექტუალურ ჩემპიონატში, “ტვინების ბრძოლა”, მოპოვებული წარმატებისთვის დიპლომები გადაეცათ. მათ 2025 წლის შემოდგომის სეზონზე შიდა ქართლის რეგიონის მასშტაბით საუკეთესო შედეგები აჩვენეს.
გუნდმა “მოაზროვნეები“ მთელი საქართველოს მასშტაბით მაღალი ინტელექტუალური შესაძლებლობები, სწრაფი აზროვნება და გუნდური მუშაობის უნარი გამოავლინა, რის შედეგადაც პროექტის უმაღლესი ჯილდო – “ეროვნული რეიტინგის ლიდერის“ ტიტული მოიპოვა.
ამ სტატუსითა და სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდნენ გუნდის ნიჭიერი წევრები:
- დავით ლაზარაშვილი
- ჯაგო მინდიაშვილი
- დემეტრე ბუთხუზი
- გაბრიელ ტეტუნაშვილი
- ბარბარე კეთილაძე
მოსწავლეების ამ წარმატებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის მათ პედაგოგს. გუნდ “მოაზროვნეების” ხელმძღვანელს, თეონა ქაჯაიას, პროექტის ორგანიზატორებისგან „საუკეთესო მასწავლებლის“ საპატიო სერტიფიკატი გადაეცა.


