
რატომ გვჭირდება უცხო ენების ცოდნა?
თანამედროვე მრავალენოვან სამყაროში, ასეთი მასშტაბური გლობალიზაციის პირობებში, ტექნოლოგიებისა დაინოვაციების ეპოქაში კიდევ უფრო დიდი მნიშვნრლობა ენიჭება უცხო ენის სრულფასოვან შესწავლას. ერთ ან რამდენიმე უცხო ენაზე საუბარი თანამედროვე ადამიანის წარმატების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა.
ყოველი ახალი უცხო ენა ახალი შესაძლებლობაა, როგორც პროფესიული, ისე პიროვნული ზრდისთვის. გარდა ამისა, უცხო ენა გვეხმრება ახალი კულტურის, ახალი სამყაროს აღმოჩენასა და შესაწავლაში, აფართოებს ადამიანის თვალსაწიერს, აადვილებს კომუნიკაციას სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე ადამიანებს შორის. შეიძლება უცნაურად მოგვეჩვენოს, მაგრამ ის გვეხმარება საკუთარი ენისა და კულტურის უკეთ გაცნობასა და
გაგებაში.
ეკატერინე შატაკიშვილი (მასწავლებელი)


