
რა როლს ასრულებს ჭადრაკი ბავშვის გონებრივ განვითარებაში?
მსოფლიოში ჩატარებული კვლევების თანახმად, ჭადრაკის შესწავლა ბავშვებში განსაკუთრებულად დადებით გავლენას ახდენს. ის ეხმარება მოსწავლეს კოგნიტური და აკადემიური უნარების განვითარებაში.
აკადემიური თვალსაზრისით განსაკუთრებულად დადებითად მოქმედებს ის მატემათიკის შესწავლაში. ჭადრაკი მოსწავლეს ეხმარება პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარების გაუმჯობესებაში.
ასევე კოგნიტური უნარების განვითარებაში-ყურადრების კონცენტრაციის მხრივ, მეხსიერების და ასევე შემოქმედებითი აზროვნების გაუმჯობესებაში. ჭადრაკის შესწავლისას აქტიურდება ტვინის ის უბნები რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სტრატეგიულ და ლოგიკურ აზროვნებაზე.
ასევე მნიშვნელოვანია ემოციური და სოციალური სარგებელი. ჭადრაკი ხელს უწყობს თვითკონტროლს, მოთმინებას, სტრატეგიული მიდგომების განვითარებას, მოწინააღმდეგის აზრის გათვალისწინებას და მის პატივისცემას, რაც მოსწავლეს უვითარებს თანამშრომლობისა და კონკურენციის ჯანსაღ აღქმას.
აღსანიშნავია ასევე ბავშვის მოტორულ უნარებზე დადებითი გავლენა, ჭადრაკის ფიგურების გადაადგილება მოითხოვს ზუსტ მოძრაობებს, რაც ეხმარება ბავშვს ხელისა და თითების კოორდინაციის გაუმჯობესებაში, ეს უნარი აუცილებელია წერის, ხატვის და სხვა აქტივობებში.
ასევე მნიშვნელოვანია თვალის მოტორიკა. ბავშვი აკონტროლებს მხედველობით ჭადრაკის დაფის 64 უჯრას და მასზე განლაგებულ ყველა ფიგურას, გეგმავს სტრატეგიებს და წარმოიდგენს ფიგურათა სვლებს. ეს ავითარებს სივრცით აღქმის უნარებს.
აქვე აღსანიშნავია ჭადრაკისთვის განკუთვნილი ონლაინ პლატფორმები, რომლებიც წარმოადგენს უსაფრთხო და ზედამხედველობით კონტროლირებულ გარემოს, რაც მშობელს უქმნის დამატებით სიმშვიდის გარანტიას თუ მოსწავლე ამ პლატფორმებით სარგებლობს. ასეთი პლატფორმები კიდევ უფრო ეხმარება ბავშვს ტექნოლოგიების შემდგომში ფართო სპექტრით დადებითად გამოყენებაში და სოციალური უნარების განვითარებაში.
ნინო ხარაული (მასწავლებელი)


