
“მეცნიერებათა სკოლაში” ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა
“მეცნიერებათა სკოლაში” აქტიური, სახალისო დინამიური ინტეგრირებული გაკვეთილი მოეწყო ინგლისურ ენასა და მათემატიკაში, რომელსაც მე-2 კლასის მოსწავლეები დაესწრნენ.
თემა ეხებოდა ბრტყელ გეომეტრიულ ფიგურებს. მასწავლებლების განმარტებით, მოსწავლეებმა გაანალიზეს გეომეტრიული ფიგურების მნიშვნელობა ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე საგნის აღწერა-დახასიათებაში.
“მოსწავლეებმა დახვეწეს მონაცემთა დახარისხების, აქტიური მოსმენის, ტექსტის მოსმენის, ანალიზის, დაკვირვებისა და პრეზენტაციის უნარ-ჩვევები”, – აღნიშნეს სკოლის წარმომადგენლებმა.


