შპს მეცნიერებათა სკოლის 10 მთავარი წესი მოსწავლეთათვის
01 წესი
დაუშვებელია სკოლის ტერიტორიის დატოვება სასწავლო პროცესის დროს, ადმინისტრაციის თანხმობის გარეშე;
02 წესი
დაუშვებელია გაკვეთილის ან სხვა საგანმანთლებლო ღონისძიების გაცდენა ან დაგვიანებით მოსვლა, საპატიო მიზეზისა და ადმინისტრაციასთან შეთანხმების გარეშე, დაუშვებელია გაკვეთილის ჩაშლა, ჩაშლის მცდელობა;
03 წესი
დაუშვებელია მობილური ტელეფონებისა და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესის დროს, მასწავლებლის თანხმობის გარეშე;
04 წესი
დაუშვებელია თამბაქოს,ელექტრო სიგარეტის, ნარკოტიკული ნივთიერებების, ალკოჰოლური სასმელის,ფსიქოტროპული ,ასაფეთქებელი, მომწამვლელი ნივთიერებების,იარაღის და სხვა ნივთის,შემოტანა / მოხმარება სკოლის ტერიტორიაზე,რომელიც შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
05 წესი
დაუშვებელია მოსწავლის ან სკოლის თანამშრომლის დისკრიმინაცია კანის ფერის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსის, ეროვნული, ეთნიკური თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი მდგომარეობის ან შეზღუდული შესაძლებლობების გამო; დაუშვებელია ფულის ან სხვა ნივთების გამოძალვა;
06 წესი
დაუშვებელია სკოლის შენობის, მასში არსებული სასწავლო ნივთების, მოწყობილობებისა და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების დაზიანება. დაზიანების შემთხვევაში მოსწავლე /მოსწავლის კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია აანაზღაუროს სკოლისათვის მიყენებული ზარალი;
07 წესი
სკოლაში ან სკოლის მიერ ორგანიზებულ სხვა ღონისძიებაზე მოსწავლის მეტყველება, ქცევა და ჩაცმულობა უნდა შეესაბამებოდეს აკადემიურ სტილს;
08 წესი
დაუშვებელია სხვისი ფოტო, ვიდეო, აუდიო გადაღება და გავრცელება პირის (კანონიერი წარმომადგენლის) თანხმობის გარეშე;
09 წესი
დაუშვებელია სხვისი სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფა, უღირსად მოხსენიება, ფსიქოლოგიური ზეწოლა, დამცირება.
10 წესი
სკოლაში ან სკოლის მიერ ორგანიზებულ სხვა ღონისძიებაზე მოსწავლის მეტყველება, ქცევა და ჩაცმულობა უნდა შეესაბამებოდეს აკადემიურ სტილს;
მოსწავლის დისციპლინური სახდელია:
ა) სიტყვიერი შენიშვნა; ბ) წერილობითი გაფრთხილება; გ) საყვედური; დ) სასტიკი საყვედური; ე) გაკვეთილიდან გაძევება; ვ) სკოლიდან დროებით დათხოვნა (10 დღემდე); ზ) სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრება; თ) მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა (საშუალო საფეხურზე).
- 598 18 85 88
- გორი, გორგასლის ქ.1ა, Gori, Georgia
- schoolofscience.gori@gmail.com