ისტორია
2019 წელს თბილიში და შემდეგ უკვე 2020 წელს გორში ,ეკატერინე და სოფიო სუხიშვილებმა დააფუძნეს შპს მეცნიერებათა სკოლა.ადგილი სადაც ბედნიერება და სიყვარული პრიორიტეტი ,სწავლა სახალისო,ურთიერთობები ჯანსაღი იქნებოდა.
მეცნიერებათა სკოლა გორში, გორგასლის ქ.N1, ევრორეგიონული უნივერსიტეტის ბაზაზე გაიხსნა.
სკოლა ავტორიზებულია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ყველა (დაწყებითი, საბაზო, საშუალო) საფეხურზე და მოსწავლეთა ადგილების ზღვრული რაოდენობა განესაზღვრა 345-ით. სკოლამ ფუნქციონირება 16 მოსწავლით დაიწყო და დღეს რამოდენიმე ასეულ მოსწავლეს ითვლის.
სკოლის ტერიტორიას უკავია 9000 კვმ ფართობი,ბუნებრივი მწვანე საფარით.შენობის მთლიანი ფართი 2500 კვმ-ია.
სკოლის შენობა კეთილმოეწყო და აღიჭურვა სასწავლო ინვენტარით.თანამედროვე ტექნიკით,სასწავლო მასალით. ყველა საკლასო ოთახში არის კომპიუტერი, მონიტორი/პროექტორი, სწავლების საფეხურის შესაბამისი მერხებით. კეთილმოეწყო და აღიჭურვა საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ტექნოლოგიების ლაბორატორიები. ინგლისურის,ჭადრაკის,მუსიკის და ხელოვნების კაბინეტები.შეხვედრების,სამედიცინო და რესურს ოთახები.ბიბლიოთეკა უზრუნველყოფილია მდიდარი წიგნადი ფონდითა და ელექტრონული რესურსებით, სამკითხველო დარბაზით, სადაც გარდა წიგნზე მუშაობისა იმართება სხვადასხვა ღონისძიებები და აქტივობები. ჰასპის სტანდარტით მოწყობილი კაფეტერიაში მოსწავლეები იკვებებიან ჯანსაღი პროდუქტით.თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვა საკონფერენციო დარბაზი 80 ადგილით.
სკოლის სპორტული დარბაზი და გარე სპორტული მოედანი იძლევა საშუალებას მოსწავლეთათვის მრავალფეროვანი სპორტული სახეობების და აქტივობების ჩატარებას. სკოლის შენობაში და ეზოში არის გასართობი და რეკრეაციული სივრცეები.ყველაზე მნიშვნელოვანი რაც სკოლის ტერიტორიას ამშვენებს და ალამაზებს არის ბუნებრივად გამწვანებული ეზო,ეკოლოგიურად სუფთა გარემო. ეზო მდიდარია სხვადასხვა მცენარეებით, ყვავილებით, წიწვოვანი და ფოთლოვანი ხეებით.
სკოლაში დასაქმებულია პროფესიონალთა ჯგუფი, მენტორი, წამყვანი, უფროსი და მოწვეული მასწავლებლები.
სკოლის მფლობელობაშია ვენახი, რომელშიც გაშენებულია ყურძნის სხვადსხვა უძველესი ქართული ჯიშები.
ყველაფერი ეს საშუალებას იძლევა დაიგეგმოს საინტერესო საგაკვეთილო პროცესი.
- 598 18 85 88
- გორი, გორგასლის ქ.1ა, Gori, Georgia
- schoolofscience.gori@gmail.com