
მშობლებს შვილებთან საუბრის დრო არ რჩებათ – რას გამოიწვევს ბავშვის აზრების უგულებელყოფა?
ბავშვი წარმოადგენს უნიკალურ ქმნილებას, რომელიც მუდმივად საჭიროებს სითბოს, სიყვარულს, ზრუნვას, გამოკვებას… ეს საჭიროებები წლების მატებასთან ერთად, უფრო და უფრო იმატებს. ხშირად, როცა ბავშვი გვესაუბრება და გვეუბნება სათქმელს, ჩვენ შეიძლება ყურადღებით ვუსმენდეთ მაგრამ ამ დროს, სხვა საქმეს ვაკეთებდებდეთ, ან ეგრევე რჩევის მიცემას ვიწყებთ ხოლმე, ზოგჯერ კი ვუბრაზდებით, რომ დროის დეფიციტის გამო არ გვცალია მათთვის მოსასმენად. ამიტომ ჯობს მოგვიანებით მოგვიყვეს სათქმელი.
“გადავადებული” საუბარი ხშირ შემთხვევაში არ ხორციელდება მშობლის მხრიდან, რადგან ყოველდღიურობაში უფრო ,,მნიშვნელოვანი” საქმეები გვაქვს, ვიდრე საკუთარი შვილების მოსმენა. ამ ყველაფერს რომ ბავშვის გადმოსახედიდან შევხედოთ, იწვევს შემდეგ დამოკიდებულებებს მშობლებისადმი – რომ ჩვენ არ გვაინტერესებს მისი აზრები, განცდები, ემოციები, მისი ყოველდღიურობა, რომელიც ძალიან მრავალფეროვანი და ფანტაზიით სავსეა, არ გვაინტერესებს მისი ნაამბობი ისტორიები, რომელიც ბავშვისთვის საკმაოდ ყურადღება გასამახვილებელია მშობლისადმი ამ ყველაფრის გაზიარება, მაგრამ საბოლოო ჯამში ვიღებთ შედეგს ,”დედ-მამას ჩემი არ ესმის”, ,”მათ მე არ ვუყვარვარ” და ა.შ.
არსებობს გარკვეული სტრატეგიები, იმისთვის, რომ ბავშვებს უკეთ მოვუსმინოთ, გავიგოთ თუ რა შეიძლება მათ სურდეთ, უკეთ გავარკვიოთ თავიანთ ემოციებში და ჩვენც უკეთ გავიგოთ, თუ რას შეიძლება ის გრძნობდეს. მოვუსმინოთ და გავიზიაროთ ბავშვების გრძნობები და განცდები – როცა ბავშვი მოგვიყვება თავის ამბავს, მოვუსმინოთ და გამოვხატოთ თუნდაც მოკლე რეპლიკებით, რომ იგრძნოს ბავშვმა ჩვენ მას ვუსმენთ, ვგრძნობთ თუნდაც მის სიხარულს, მწუხარებასა თუ აღტაცებას.
აუცილებელია, რომ ვაჩვენოთ თუ როგორ გვესმის მისი გამოხატული ემოციების და მხარი დავუჭიროთ, რადგან მან იგრძნოს მშობლის მხარდაჭერა ნებისმიერ შექმნილ სიტუაციაში.
და რაც ყველაზე მთავარია, ყოველთვის გამოვყოთ გარკვეული დრო, ერთობლივი საუბრებისათვისა და აზრების გაცვლებისთვის, რათა უფრო მეტად გავიგოთ რა სურთ ჩვენს შვილს, რაზე ოცნებობს და რა მიზნები აქვს.
ნიცა ოქრუაშვილი (ფსიქოლოგი)


