მოსწავლეთა ადაპტაციის ხელშეწყობა
მოსწავლის სასწავლო გარემოსთან ადაპტაციის მექანიზმი
მოსწავლის სასწავლო გარემოსთან ადაპტაციის მექანიზმი
შპს მეცნიერებათა სკოლის მოსწავლის სასწავლო გარემოსთან ადაპტაციის მექანიზმის მიზანია: მოსწავლის სასწავლო გარემოსთან ადაპტაციის ხელშეწყობა.
სასკოლო საზოგადოება ვალდებულია განახორციელოს ისეთი აქტივობები, რომელიც დაეხმარება მოსწავლეს ახალ სასწავლო გარემოში ადაპტაციას, თავის დამკვიდრებას, სრულფასოვან ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში.
ამისათვის სკოლა სწავლობს და ითვალისწინებს მოსწვალის იდივიდუალურ თავისებურებებს, ოჯახურ და სოციალურ მდგომაროებას, მოსწვალის ფსიქოტიპს და ემოციურ მდგომაროებას.
მოსწავლის მხარდაჭერის საჭიროება სასკოლო გარემოსთან ადაპტაციისათვის გათვალისწინებულია:
- პირველი კლასის მოსწავლეებისათვის;
- ნებისმიერი ახლადგადმოსული მოსწავლისათვის (მობილობით, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებით).
პირველ კლასში მოსწვალის ჩარიცხვის დროს მოქმედებს სასკოლო გარემოსთან მოსწავლის ადაპტაციის შემდეგი მექანიზმები:
- მშობლებთან დირექციის და კლასის დამრიგებლების შეხვედრა სასწავლო წლის დასაწყისში და სასკოლო გარემოს და სასკოლო სასწავლო გეგმის გაცნობა.
- კლასის დამრიგებლის გასაუბრება მშობელსა და მოსწავლესთან;
- საინფორმაციო კითხვარის შევსება მშობლის მიერ, მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებების დასადგენად;
- სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებული სადღესასწაულო აქტივობები მოსწავლეთა ჩართულობით;
- მოსწავლეებისათვის შიდა სასკოლო ექსკურსია და ინფრასქტრუქტურის გაცნობა;(კლასის დამრიგებელი, მანდატური, დირექციის წარმომადგენელი, მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენელი)
- მშობელთათვის სასკოლო კულტურის/ტრადიციების გაცნობა (კლასის დამრიგებელი, დირექციის წარმომადგენელი);
- მშობელთათვის სასკოლო რეგულაციების გაცნობა (კლასის დამრიგებელი, დირექციის წარმომადგენელი);
- პირველი კლასში პირველ სემესტრის განმავლობაში კლასის დამრიგებლის მშობლებთან კვირაში მინიმუმ ერთი შეხვედრა;
- მოსწავლეებისათვის სათანადო ემოციური მზაობის შექმნა სასწავლო აქტივობების დასაწყებად (კლასის დამრიგებელი, საგნის მასწავლებლები).
ნებისმიერ კლასში ახლადგადმოსული მოსწავლესთან მიმარტებით მოქმედებს სასკოლო გარემოსთან მოსწავლის ადაპტაციის შემდეგი მექანიზმები:
- სკოლის დირექციის წარმომადგენელი შეხვედრა მოსწავლესთან და მის მშობელთან;
- მშობლებთან დირექციის წარმომადგენლისა და კლასის დამრიგებლების შეხვედრა სასკოლო გარემოს და სასკოლო სასწავლო გეგმის გაცნობა.
- კლასის დამრიგებლის გასაუბრება მშობელსა და მოსწავლესთან;
- მშობელისა და მოსწავლისათვის სასკოლო რეგულაციების გაცნობა (კლასის დამრიგებელი, დირექციის წარმომადგენელი);
- საინფორმაციო კითხვარის შევსება მშობლის (ნებისმიერი კლასი), მოსწავლის (საბაზო და საშუალო საფეხურზე) მიერ, ინდივიდუალური საჭიროებების დასადგენად (კლასის დამრიგებელი, დირექციის წარმომადგენელი);
- კლასის დამრიგებლის მიერ მოსწავლის წარდგენა კლასში, ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით, გაცნობითი აქტივობების გამოყენებით;
- მოსწავლეებისათვის შიდა სასკოლო ექსკურსია და ინფრასქტრუქტურის გაცნობა; (კლასის დამრიგებელი, მოსწავლე);
- მშობლის წარდგენა მშობელთა კრებაზე (კლასის დამრიგებელი);
მოსწავლისათვის სათანადო ემოციური მზაობის შექმნა სასწავლო აქტივობებში ჩასართავად (კლასის დამრიგებელი, საგნის მასწავლებლები).
- 598 18 85 88
- გორი, გორგასლის ქ.1ა, Gori, Georgia
- schoolofscience.gori@gmail.com