მისია, ხედვა, ღირებულებები
მისია
მეცნიერებათა სკოლის მისიაა სწავლების პრობლემაზე ორიენტირებული მიდგომებით, თანამედროვე ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენებით, კვლევის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობით, შექმნას ისეთი მოსწავლეზე ორიენტირებული ჰარმონიული სასკოლო გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში სამოქალაქო ღირებულებების, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას და მოამზადებს მათ სწრაფად ცვალებად გარემოში ინტეგრაციისათვისა და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მოქალაქედ ჩამოყალიბებაში.
ხედვა
მეცნიერებათა სკოლა 2030 წლისთვის იქნება :
- სკოლა, სადაც საგანმანათლებლო პროცესი ეფუძნება თანამედროვე სტანდარტებს;
- სკოლა, სადაც შექმნილი იქნება ინოვაციური, ინკლუზიური, მრავალფეროვანი სასწავლო გარემო;
- სკოლა, რომელიც სწავლა-სწავლების მაღალი ხარისხით უზრუნველყოფს კონკურენტუნარიანი მოქალაქის აღზრდას.
ღირებულებები
- გუნდურობა – გუნდურ მუშაობაზე ორიენტირებული ჯგუფი;
- მოქნილობა – გამოწვევების ეფექტური მართვა;
- ხარისხზე ორიენტირება – ადგილობრივ და საერთაშორისო შრომის ბაზარზე მოთხოვნილი ხარისხი;
- თანამშრომლობა – ღიაა თანამშრომლობა დაინტერესებულ მხარეებთან;
- გამჭვირვალობა – ღია და საჯარო მიდგომები სკოლაში მიმდინარე ყველა პროცესში;
- სამართლიანობა – სკოლაში მიღებული გადაწყვეტილებები, ყველა დაინტერესებული მხარის უფლებებისა და მოსაზრებების გათვალისწინებით, ეყრდნობა სამართლიან არგუმენტებს და გადაწყვეტილების მიღების ობიექტურ კრიტერიუმებს;
- სოციალური პასუხიმგებლობა – სკოლა ითვალისწინებს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის საჭიროებებს, მოსწავლეების, მშობლების და თანამშრომლების აქტიური ჩართულობით, წვლილი შეაქვს ქვეყნის განვითარებაში, სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში.
- 598 18 85 88
- გორი, გორგასლის ქ.1ა, Gori, Georgia
- schoolofscience.gori@gmail.com