ციფრული ტექნოლოგიების კლუბი
- მოსწავლე ეუფლება აბსტრაქტული, ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების ხერხებს;
- ალგორითმულ აზროვნებას, რომელსაც გამოიყენებს სხვა მეცნიერებებში, ლოგიკური კავშირების/ბმების დასანახად;
- შეძლებს რეალური პრობლემების გადაჭრას კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით;
- მოსწავლე ეუფლება კომპიუტერული პროგრამების მიზნობრივად გამოყენებას, რომლებიც დაეხმარება ყოველდღიურ ცხოვრებაში
- კომპიუტერულიტექნოლოგიებისსწავლება, ისეთიპროგრამების
- გამოყენებით, როგორიცაა Scratch დაorg, CodeMonkey
- მოსწავლეებსმრავალმხრივსასარგებლოუნარებსუვითარებს. ეს
- პროგრამებიხელსუწყობსარამხოლოდტექნიკურიცოდნის, არამედ
- კოგნიტურიდაპრობლემისგადაჭრისუნარებისგანვითარებას.
ლიტერატურული კლუბი
ლიტერატურული კლუბის მიზანია ლიტერატურის პოპულარიზაცია;
მოსწავლეებში წიგნიერებისადმი ინტერესისა და ლიტერატურული გემოვნების გაზრდა;
მშობლიური და მსოფლიო ლიტერატურის მიღწევებისა და სიღრმეების ზიარება;
აქტიური მოსწავლეების აღმოჩენა და მათი შემოქმედებითი უნარების განვითარება;
მწერლებთან შეხვედრა, დისკუსია; ინტელექტუალური, კულტურული ღონისძიებების ორგანიზება; საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელება; ასევე კომუნიკაციის უნარების გამომუშავება, სოციალური და ორგანიზაციული უნარების ჩამოყალიბება და განვითარება;
ეკო კლუბი
ეკოკლუბის სწავლების მიზანია აზიაროს მოსწავლე მეცნიერების საფუძვლებს და განუვითაროს კვლევის უნარ-ჩვევები, რაც მას საშუალებას მისცემს შეიცნოს და გაითავისოს სამყარო, ჩაერთოს საზოგადოებრივი საქმიანობის სხვადასხვა სფეროში, იგრძნოს პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, საზოგადოებისა და გარემოს მიმართ. საშუალება ეძლევა ასევე აღიჭურვოს იმ ცოდნითა და უნარ-ჩვევებით, რომელიც საშუალებას მისცემს მას ალღო აუღოს კაცობრიობის სწრაფ პროგრესს, გამოიყენოს თანამედროვე მეცნიერების მიღწევები, გახდეს საზოგადოების სრულფასოვანი წევრი. ცოდნის პასიური მიღებიდან მოსწავლე უნდა ჩამოყალიბდეს აქტიურ შემმეცნებლად, რომელიც შეძლებს მიღებული ცოდნა გამოიყენოს, როგორც პროფესიული წარმატებისთვის, ასევე საზოგადოების სასიკეთოდ.
- 598 18 85 88
- გორი, გორგასლის ქ.1ა, Gori, Georgia
- schoolofscience.gori@gmail.com