დირექტორის მიმართვა
ჩემო უსაყვარლესო მოსწავლეებო!
დიდ მადლობას გიხდით, რომ აირჩიეთ მეცნიერებათა სკოლა, თქვენი ცხოვრების ყველაზე მთავარი მიზნის, განათლების მისაღებად, რამეთუ განათლებაში ჩადებული ინვესტიცია, ყველაზე დიდი დაბანდებაა ცხოვრებაში.
ილია ჭავჭავაძემ თავის დროზე თქვა, რომ "განათლება ჰგავს მზესა, რომელიც ისე არ ანათებს რომ იმავე დროს არ ათბობს და ისე არ ათბობს, რომ არ ანათოს"
განათლება საგანძურია, შრომა კი მისი გასაღები.
როგორც პლანეტები და თანამგზავრები ეკუთვნიან მზეს, ასევე განათლება ინტელექტის ბუნებრივი საკუთრებაა.
ქვეყნის მომავალი იმაზეა დამოკიდებული, რასაც მოგცემთ მომავალ თაობებს. ამიტომ ჩვენი სკოლა არ არის ადგილი სადაც მხოლოდ საგანი ისწავლება, ჩვენი სკოლა არის ადგილი ღირსების, ტრადიციების, ღირებულებების, ტოლერანტობის, ურთიერთობის და სიყვარულის და სწორედ ასეთი აღზრდით, ჩვენ ვიმარჯვებთ ბოროტებასა და უბედურებაზე და ხდებით ქვეყნად არსებული სიკეთისა და ბედნიერების უპირველესი წყარო.
გახსოვდეთ: -ცხოვრებაში უამრავ თავგადასავალს შეხვდებით და ყოველთვის ღირსეულად მიიღეთ მოვლენები, წაქცეულს დაეხმარეთ, სხვისი ბედნიერება გაიზიარეთ, გაეცით სიკეთე და უკან ასმაგად დაგიბრუნდებათ.
იყავით გულუხვნი, კეთილი, მიმტევებელი, გამზიარებელი და უფრო მეტად დაფასდებით.
არასდროს განსაჯოთ ადამიანი ცალმხრივად, მოუსმინეთ ორივე და გადაწყვეტილება ისე მიიღეთ. მადლიერება ყველაზე დიდი უნარია, სიყვარული კი ყველაზე დიდი საჩუქარი.
როგორც აკაკი ამბობდა - „მხოლოდ განათლება იყო და არის წყარო ყოველგვარი ხალხის ბედნიერებისა და კეთილდღეობისა "თქვენ უნდა შეცვალოთ სამყარო უკეთესობისკენ, თქვენ უნდა შექმნათ ბედნიერი და წარმატებული ქვეყანა, თქვენ უნდა შექმნათ ღირსეული ცხოვრების პირობები და ამისთვის უნდა ისწავლოთ, იშრომოთ, რადგან შრომის გარეშე შეუძლებელია წარმატების მიღწევა.
მე ამაყი ვარ, რომ თქვენ გერქმევათ მეცნიერებათა სკოლელი.
მე მჯერა თქვენი დიდი მომავლის.
გვენდეთ, რათა გახდეთ წარმატებულები.
კეთილი იყოს თქვენი შემობრძანება ჩვენ სკოლაში.წინ ბევრი საინტერესო, ბედნიერი და თავგადასავლები სავსე დღეები და წლები გველოდება.
დიდი სიყვარულით მეცნიერებათა სკოლის დირექტორი
ეკატერინე სუხიშვილი
მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი.
ეკატერინე სუხიშვილიდირექტორი
- 598 18 85 88
- გორი, გორგასლის ქ.1ა, Gori, Georgia
- schoolofscience.gori@gmail.com